ფსიქოლოგია

თუ ატყობთ, რომ თქვენი შვილი ძალიან სწრაფად ვითარდება, ეს რჩევები დაგჭირდებათ

ადამიანის შესაძლებლობებს რომ ზღვარი არ აქვს და მიუღწეველი მიზანი არ არსებობს, ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვართ. შრომისმოყვარეობით, ხელშეწყობით და მიზანდასახულობით ადამიანი წარმატებას ყოველთვის მიაღწევს, თუმცა არსებობს ბუნებრივად ბოძებული ნიჭი, რომელსაც დროულად სჭირდება აღმოჩენა და განვითარება.

მსოფლიოში დიდი ხანია არსებობს ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე ადამიანების საზოგადოება Mensa, რომელიც ბუნებრივ ნიჭთან დაკავშირებულ საკითხებსაც იკვლევს. სწორედ მათ შეადგინეს გამორჩეული ნიჭის ადრეული ნიშნების ჩამონათვალი, რომელიც პირველ რიგში, მშობლებს დაეხმარება, რათა დროულად მიაქციოს ყურადღება შვილის შესაძლებლობებს. ნიჭის ხელშეწყობა ხომ სულაც არ გახლავთ მარტივი საქმე.

1. გამორჩეული მეხსიერება

ნებისმიერი ინფორმაციის სწრაფად დამახსოვრების უნარი – მაგალითად, მისამართების ან ქვეყნების სახელების ძალიან მცირე ასაკში დამახსოვრება შეიძლება მაღალი ინტელექტის მაჩვენებელი იყოს.

2. სწრაფი განვითარება

თუ თქვენმა შვილმა ისწავლა კითხვა, ლაპარაკი ან სამაგიდო თამაშები უფრო სწრაფად, ვიდრე თანატოლებმა, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის განსაკუთრებულია და მაღალი ინტელექტი აქვს.

3. უჩვეულო ინტერესები

მანქანების ან თოჯინებისადმი ინტერესი ერთია. მაგრამ, თუ თქვენს შვილს, რომელმაც ლაპარაკიც კი არ იცის კარგად, შეუძლია განასხვავოს მანქანის ერთი მარკა მეორისგან, ან თავად აშენებს ბარბის სახლს, ეს შეიძლება მის არაჩვეულებრივ გონებრივ შესაძლებლობებზე მიუთითებდეს.

4. ურთიეთობის პრობლემები თანატოლებთან

ძალიან ჭკვიანი ბავშვები შეიძლება იმედგაცრუებულნი იყვნენ თავიანთი ასაკის თანატოლებთან ურთიერთობით, რადგან მათ არ ესმით, რატომ ვერ ახერხებენ მათსავით თამაშს. ასევე, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ნიჭიერი ბავშვები უფრო მგრძნობიარეები არიან, ამიტომ ისინი შეიძლება გაბრაზდნენ, თუ თანატოლებმა არ აღიარეს ან დასცინეს.

5. უყვართ საინფორმაციო გამოშვებები

ცხადია, ეს ჩვილებს არ ეხებათ. თუ სკოლამდელი ან პირველკლასელი კარგად იცნობს ახალ ამბებს და მის ირგვლივ არსებულ სამყაროს, კითხულობს პრესას ან სვამს კითხვებს პოლიტიკაზე, ეს ნიშნავს, რომ ცოდნისკენ ისწრაფვის.

6. პერფექციონიზმი

ნიჭიერი ბავშვები შეიძლება წარუმატებლობას ძალიან მძიმედ განიცდიდნენ. პერფექციონისტები არიან და თავიანთი უნარებითა და ცოდნით ამაყობენ. საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს უწესებენ და თუ რაღაც ისე არ გამოდის, ძალიან ბრაზდებიან.

7. უფროსებთან ურთიერთობა

ეს შეიძლება იმას ნიშნავს, რომ თქვენს შვილს სურს, ისწავლოს მათგან, ვისაც მასზე უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვს. სხვათა შორის, თუ ბავშვს დროის მარტო გატარება, კითხვა და ხელსაქმეობა უყვარს, ეს ასევე მიუთითებს მის არაჩვეულებრივ გონებრივ შესაძლებლობებზე.

8. ბევრი ლაპარაკი

თუ თქვენს პატარას უყვარს მთელი დღე ლაპარაკი, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ მისი ტვინი აქტიურად მუშაობს და ახალი რაღაცების აღმოჩენას ცდილობს.

9. გაუთავებელი შეკითხვები

“რატომ არის ცა ლურჯი?” ან “როგორ მუშაობს ტელეფონი?” – გაუთავებელი კითხვები შეიძლება ნიშნავს, რომ თქვენი შვილი ცდილობს, გაიგოს მის გარშემო არსებული სამყარო და უფრო მეტი იცოდეს ამის შესახებ.

10.იუმორი

თუ თქვენს შვილს შეუძლია დამოუკიდებლად მოიფიქროს სასაცილო ხუმრობები ან ნამდვილად ესმის ის იუმორი, რომლის ახსნასაც ფიქრობდით, შესაძლოა ის ბევრად უკეთ ერკვევა მის გარშემო არსებულ სამყაროში, ვიდრე თანატოლები.

წყარო – ლინკი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *