ფსიქოლოგია

როგორ “გავათამამოთ” მორცხვი ბავშვი – რამდენიმე ტექნიკა, სიმორცხვის დასაძლევად

ფსიქოლოგია, ბავშვები, ბავშვთა ფსიქოლოგი

რა უნდა ქნათ, თუ თქვენს პატარას ნამდვილად უნდა სხვა ბავშვებთან თამაში, მაგრამ მათთან მისვლის რცხვენია?

მორცხვობა ხშირად ინტროვერტობაში ერევათ, მაგრამ ეს სხვადასხვა რამაა და მშობლებმა მკაფიოდ უნდა განასხვავონ ერთმანეთისგან.

ინტროვერტობა თანდაყოლილი ხასიათის მახასიათებელია, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება,

მორცხვობა კი შეიძლება გადალაიხოს.

თუ თქვენი შვილი საკმაოდ ბედნიერია მარტო თამაშით და სხვა ბავშვების შორიდან ყურებით, მათ კომპანიაში გაწევრიანების სურვილის გარეშე, მაშინ ის, დიდი ალბათობით, ინტროვერტია და მშობლის ჩარევა ამ შემთხვევაში მხოლოდ ზიანს მოუტანს.

მაგრამ თუ ბავშვს სურს საზოგადოებაში ყოფნა და ერთად თამაში, მაგრამ რცხვენია, ეშინია, არ შეუძლია პირველი ნაბიჯის გადადგმა და ამის გამო ნერვიულობს, მაშინ ჩვენ ვსაუბრობთ მორცხვობაზე.

მშობლებს შეუძლიათ შვილს ამ პრობლემასთან გამკლავებაში დაეხმარონ.

აქ მოცემულია რამდენიმე მარტივი ტექნიკა, რომელიც The Huffington Post-ში ჯული მიტჩელის ავტორობით გამოქვეყნდა:

1. წინასწარ მოამზადეთ თქვენი შვილი უცხო გარემოსთვის

მორცხვობა ყველაზე ხშირად უცხო გარემოში, უცნობ ადამიანებთან ვლინდება. მორცხვ ბავშვებს, როგორც წესი, არ უყვართ სიურპრიზები; ისინი არ გრძნობენ თავს კომფორტულად, როდესაც ახალი რეალობა „თავს ატყდებათ“. ჯობია შვილს წინასწარ ესაუბროთ, რა მოხდება, რას ელოდება და ა.შ.

2. შეეცადეთ, თუ ეს შესაძლებელია, თანდათან მიეჩვიოთ რაიმე ახალს.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილის ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიახლე ექნება – ახალი ხალხი, ახალი ადგილი, ახალი ყოველდღიური რუტინა – შეეცადეთ აკლიმატიზაცია ნელა, ეტაპობრივად მოხდეს. ამ გზით ის შეძლებს მოერგოს, შეეგუოს ვითარებას და თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოს. მაგალითად, თუ ის ახალ სკოლაში დადის, ჯერ მასწავლებლებს გაეცნოს, შემდეგ სკოლა დაათვალიეროს, თავის კლასში შეიხედოს. იქნებ ერთი ან ორი მომავალი თანაკლასელი სკოლის დაწყებამდე გააცნოთ. ამ გზით მას მაშინვე ეყოლება მეგობრები და სკოლის პირველ დღეს არ გაუჭირდება.

3. ასწავლეთ თქვენს შვილს თავის გრძნობებზე საუბარი

ბევრი ზრდასრულის მსგავსად, ბავშვებს ხშირად არ სურთ (ან არ იციან, როგორ) ისაუბრონ თავიანთ გრძნობებზე, პირველ რიგში, მათზე, რომლებიც ფსიქოლოგიურ დისკომფორტთააა დაკავშირებული. თუ ბავშვს არ შეუძლია ახსნას, რას გრძნობს, დაეხმარეთ მას. მაგალითად, შესთავაზეთ მსგავს სიტუაციაში პერსონაჟის წარმოჩენა. ან სთხოვეთ დახატოს სურათი, რომელიც მის შიშებს ასახავს, ან მოგიყვეთ (დაწეროს) ამბავი პატარა ბიჭის ან გოგოს შესახებ, რომელიც პირველად მიდის საბავშვო ბაღში ან სკოლაში. შეგიძლიათ ითამაშოთ როლური თამაში თქვენი ბავშვის საყვარელი პლუშის სათამაშოებით, წარმოიდგინეთ, რომ ახალ დათვს ან კურდღელს ძველების გაცნობა და დამეგობრება უნდა.

4. არასოდეს უწოდოთ თქვენს შვილს მორცხვი სხვების წინაშე.

თუ ბავშვი მორცხვად იქცევა, არ უთხრათ მასწავლებელს ან სხვა ბავშვებს: „ის უბრალოდ მორცხვია“. ასეთმა დახასიათებამ შეიძლება მხოლოდ გააუარესოს სიტუაცია. ბავშვი იფიქრებს: „რას ნიშნავს ეს? რამე მჭირს? ეს დედას და მამას აწუხებს? ” გარდა ამისა, ეს შეიძლება გახდეს ბავშვისთვის ერთგვარი „საბაბი“: „მორცხვი ვარ, ამიტომ ახალს არ ვცდი, არ გავაკეთებ, თავაზიანად არ ვიქცევი“ და ა.შ.

5. ასწავლეთ თქვენს შვილს თავაზიანობის წესების დაცვა, მაშინაც კი, თუ ნერვიულობს და თავს თავდაჯერებულად არ გრძნობს.

ყოველთვის უნდა შეეძლოს „გამარჯობის“ თქმა ან სხვის მისალმებაზე პასუხი, მადლობის გადახდა ან სახელის წარმოთქმა, თუ ვინმე ჰკითხავს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს სხვა ადამიანებთან კავშირების დამყარებას, შიშების დაძლევას და საზოგადოებასთან ურთიერთობას. თუ თქვენ, მიუხედავად იმისა, მორცხვი ხართ და ამავდროულად უხეში და თავხედი, კიდევ უფრო გაგიჭირდებათ ახალი მეგობრების შეძენა.

6. არასოდეს დაანახოთ თქვენს შვილს, რომ თქვენ ნერვიულობთ მის სიმორცხვეზე

თქვენი შფოთვა, რომელიც თქვენი ბავშვის შფოთვას ემატება, მხოლოდ გაართულებს სიტუაციას. მორცხვი ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან, ისინი ადვილად ემორჩილებიან სხვების ემოციებს, განსაკუთრებით მშობლებისას. თუ თქვენ სტრესში ხართ, ისინიც სტრესს განიცდიან. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რომ გაამხნევოთ ის. თუ ბავშვი თავშეკავებული და ჩუმია, თქვენ უნდა ეცადოთ იყოთ კომუნიკაბელური და მშვიდი.

7. არასოდეს შეაქოთ ან გაკიცხოთ თქვენი შვილი საჯაროდ.

მორცხვ ბავშვებს არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მიუხედავად იმისა, დადებითია ეს ყურადღება თუ უარყოფითი. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი თავს უხერხულად გრძნობს მაშინაც კი, როცა მას სხვების წინაშე აქებთ, შეეცადეთ არ გამოხატოთ თქვენი გრძნობები საჯაროდ. ჯობია შეაქოთ ის, როცა მარტო ხართ. იგივე ეხება ბავშვის ცუდ ქცევას, შეინახეთ თქვენი აზრი, სანამ მარტონი არ დარჩებით.

8. ეცადეთ, არასოდეს დააგვიანოთ

თუ ახლახან დაიწყეთ ბავშვის საბავშვო ბაღში ან სკოლაში ტარება, აკლიმატიზაცია უკეთესად ჩაივლის, თუ დილით ერთ-ერთი პირველები მიხვალთ, ვიდრე ბოლოები. იგივე ეხება გამოყვანასაც. ბავშვმა შეიძლება ძალიან ინერვიულოს, თუ მშობლები დააგვიანებენ, რადგან ბოლოს რომ დარჩება, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება.

9. ნება მიეცით ბავშვს საბავშვო ბაღში ან სკოლაში სათამაშო წაიღოს, თუ ეს შესაძლებელია

სათამაშო შუამავალივით იქნება – შეიძლება აჩვენოს სხვა ბავშვებს და უფრო ადვილი იქნება მასთან კომუნიკაციის დაწყება, ეს ხელს შეუწყობს სხვების ყურადღების გადატანას. გარდა ამისა, ბავშვი უფრო მშვიდად იქნება, თუ ხელში რაღაც ნაცნობი და შინაური ექნება.

10. დაგეგმეთ დღე

როდესაც ბავშვს ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს, ის ვერაფერზე კონცენტრირდება და იჭედება. საჭიროა კონკრეტული სამოქმედო გეგმა. მაგალითად, თუ ბავშვები მოდიან თქვენს შვილთან სტუმრად, მაშინვე უნდა შესთავაზოთ მათ რაიმე სახის თამაში, რომელშიც ყველა ახალმოსული ჩაერთვება. საბავშვო ბაღისკენ მიმავალ გზაზე კი დაეხმარეთ შვილს გადაწყვიტოს, რას ითამაშებს იქ: კუბებს, ასაწყობებს, ან იქნებ დახატოს ან გამოძერწოს პლასტილინისგან… ასეთი სპეციფიკა მას თავდაჯერებულობას შესძენს.

11. მასწავლებელი თქვენი საუკეთესო ასისტენტია.

სწავლა, ხელოვნება და სპორტი შესანიშნავი საშუალებაა ბავშვების თანდათანობითი სოციალიზაციის მისაღწევად. ბავშვები კონცენტრირდებიან ფეხბურთის თამაშზე, ხატვაზე ან მათემატიკაზე და სხვა ბავშვებთან ურთიერთობა მხოლოდ მეორეხარისხოვან თემად რჩება. კარგი მასწავლებლები და მწვრთნელები, როგორც წესი, შესანიშნავ საქმეს ასრულებენ მორცხვი ბავშვების დასახმარებლად.

12. ატარეთ მორცხვი ბავშვები ცეკვაზე, თეატრალურ ან მუსიკალურ ჯგუფში.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, არსებობს მრავალი მაგალითი იმისა, თუ როგორ გახდნენ წარმოუდგენლად მორცხვი ადამიანები ნამდვილი „ვარსკვლავები“, ეს იმიტომ ხდება, რომ სცენაზე ისინი არა საკუთარ თავს, არამედ სხვა ადამიანებს, პერსონაჟებს განასახიერებენ და ეს ათავისუფლებს მათ ერთგვარი პასუხისმგებლობისგან. ცეკვის, თეატრის ან მუსიკის გაკვეთილები შესანიშნავად ეხმარება ბავშვებს მორცხვობისგან თავის დაღწევაში, თავდაჯერებულობაში.

13. მიეცით თქვენს შვილს საშუალება აკეთოს ის, რაც მოსწონს.

დაეხმარეთ მას “საკუთარი” პოვნაში და ამით თქვენ დაეხმარებით მას ცხოვრებაში სწორი, თანამოაზრე ადამიანების პოვნაში. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება – სიმღერა, კარატე, თეატრი და ა.შ. და ა.შ. – იმდენი აქტივობაა, აუცილებლად მოიძებნება ის, რაც თქვენს შვილს სჭირდება.

წყარო – ლინკი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *