ლამაზი ფრაზები და გამონათქვამები დედაზე – გამონათქვამები დედა შვილურ სიყვარულზე
ლამაზი ფრაზები და გამონათქვამები დედაზე:
1. სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის… – გოდერძი ჩოხელი
2. “ლოცულობს დედა და ლოცვის სითბო ცხრა მთის გადაღმა შვილის გზაზე იებად ამოდის..” -ვაჟა ხორნაული
3. “რისი უნდა ეშინოდეს ადამიანს, როცა დედა გვერდითა ყავს და თანაც გათოშილ ფეხებზე თბილ წინდებს აცმევს.” – გოდერძი ჩოხელი
4. დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის. – ოტია იოსელიანი
5. “ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ მთელი სამყარო ზურგს შემაქცევდა, დედა მაინც, მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა!”-ოტია იოსელიანი
6. თუ დედა არ გენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის. დედის მონატრებაა ადამიანობა… – ოთარ ჭილაძე
7. „მინდა ყველას გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ; ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ”. – გოდერძი ჩოხელი
8. გწამდეს, დედის ლოცვას საიდუმლო ძალა აქვს. – ლეო ქიაჩელი
9. დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო. . . – გიორგი ლეონიძე
10. “ერთადერთი სიყვარულის, რომლის არსებობისაც მჯერა, ესაა დედის სიყვარული შვილისადმი” – კარლ ლაგერფილდი
11. მაინც როგორ ათბობს გულს ბავშვი!… რა სრულფასოვანია დედის ცხოვრება!…. დევიდ ლოურენსი
12. მაშინ არ იცოდი ასე რა გიზიდავდა დედის ხმასა და გამოხედვაში – თურმე ღმერთის სითბო ყოფილა. – ვაჟა ხორნაული
13. დედის სიყვაულზე წმინდა დ უანგარო ამქვეყნად არაფერია.-ბესარიონ ბელინსკი
14. “დედის ხელები სინაზისა და სათნოების განსახიერებაა!”.. – ვიქტორ ჰიუგო
15. “ვნატრობდი უბრალო ხალათს, დედის ძვირფასი ხელით შეკერილს.” – ლადო ასათიანი
16. ლოცვის დროს დედის სულს მირონი სდის. – ნიკო ლორთქიფანიძე
17. “სიმამაცეა შვილის გაჩენა, მაგრამ დედობა ნიშნავს გმირობას.” – შოთა ნიშნიანიძე
18. “დედობა დიდი ცოდნაა, უფრო ზუსტად, სიბრძნეა, ოღონდ, დედობაში მარტო ბავშვის გაჩენა არ იგულისხმება. ბავშვის გაჩენის უნარი და დედობის უნარი სხვადასხვა ცნებებია.” – ოთარ ჭილაძე
19. შვილი დაინახა და წელში გაიშალა როგორც ყვავილი წვიმიდან გამოსული. – ვაჟა ხორნაული
20. შვილს რომ მკლავზე გადაიწვენს, დედა ჯვარს ემსგავსება – სწორედ ეს ჯვარი გადაარჩენს სამყაროს. – ვაჟა ხორნაული
21. *** ჩვილმა დაიძინა და ახლა თვალებით ღიღინებს იავნანას დედა. – ვაჟა ხორნაული
22. მაშინ არ იცოდი ასე რა გიზიდავდა დედის ხმასა და გამოხედვაში_ თურმე ღმერთის სითბო ყოფილა. – ვაჟა ხორნაული
23. სინათლეზე თბილი და მსუბუქია დედის ხელები რომლებიც ჩაძინებულ შვილს ეფერებიან… – ვაჟა ხორნაული
24. მაშინ არ იცოდი ასე რა გიზიდავდა დედის ხმასა და გამოხედვაში – თურმე ღმერთის სითბო ყოფილა. – ვაჟა ხორნაული
25. ძილის წინ იტყოდა დედა: “ღმერთო უშველე ჩემ შვილებსა” მაშინაც ესა თქვა სამარეში როცა ჩაასვენეს. ვაჟა ხორნაული