მაგრამ თუ გადაწყვეტთ, რომ ციფრული მოწყობილობების გარეშე გახვიდეთ ფონს, გთავაზობთ ალტერნატიულ აქტივობებს.
(შენიშვნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით: ცხელი ტაფები, ბასრი დანები და სხვა სახიფათო ნივთები შეინახეთ და გახადეთ სამზარეულო ბავშვებისთვის უსაფრთხო.
გამოყავით ბავშვის სათამაშო სივრცე თქვენი სამუშაო ადგილიდან და ღუმლიდან მოშორებით).
წარმოსახვითი თამაშების ძალა
სცადეთ ითამაშოთ „ვითომ-ვითომ“. ეს ბავშვის წარმოსახვას ავითარებს და თან, კვლევების თანახმად, ბავშვები, რომლებიც წარმოსახვით თამაშებს თამაშობენ, უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე სხვა ბავშვები.
- წადით საჭმელად. წარმოიდგინეთ, რომ ხართ თქვენი ბავშვის საყვარელ კაფეში. დასვით მაგიდასთან სკამებზე ის და მისი ცხოველები, ჰკითხეთ, რას შეუკვეთავენ. ან მოაწყვეთ პიკნიკი: გაშალეთ პლედი სამზარეულოს იატაკზე და დაგეგმეთ, რა საჭმლებს ჩააწყობდით კალათაში? სად წახვიდოდით პიკნიკზე? როგორი ამინდი იქნებოდა?
- ითამაშეთ შეფობანა. მიეცით სამზარეულოს ნივთები – პატარა ქვაბი, საჭრელი დაფა, პლასტმასის დანა და რამდენიმე ინგრედიენტი თქვენი მოსამზადებელი სადილიდან. თქვენი შვილი მოგბაძავთ და წარმოიდგენს, რომ ისიც ამზადებს სადილს. თუ თქვენს შვილს აქვს სათამაშო სამზარეულო საკუთარ ოთახში, გადმოიტანეთ სამზარეულოში, რომ გვერდიგვერდ იმზარეულოთ.
- მოამზადეთ ამბავი. ბავშვთან ერთად სამზარეულოში ყოფნა შესანიშნავი დროა ერთმანეთისთვის ამბების მოსაყოლად. გამოიყენეთ შესაბამისი თემები წარმოსახვისთვის. იქნებ, ბოსტნეული, რომელსაც დიდ სასალათე ჯამში ამატებთ, ჯადოსნური წამლის ინგრედიენტებია. ამბების თხრობა თქვენს შვილს ასწავლის აზრების დალაგებას და ახალ სიტყვებს ამატებს მის ლექსიკონში, თქვენთან ურთიერთობა კი მას თავდაჯერებულობას მატებს.
ხელმარჯვე ოსტატები
ბავშვებს მოტორიკის განვითარებისთვის სჭირდებათ, რომ შეეხონ სხვადასხვა ფაქტურის ნივთებს. ამიტომ, მოიმარაგეთ მასალები, რომლებიც პატარა ხელებს დააკავებს.
- გასართობი ძაბრი. მიეცით თქვენს ბავშვს 2 პლასტმასის კონტეინერი და ლობიოს მარცვლები, პასტა (მაკარონი) ან ბრინჯი. კოვზებით ჩაყარეთ ეს მშრალი საჭმელი ძაბრში. იყავით ყურადღებით, რადგან ზოგიერთმა ბავშვმა შეიძლება სცადოს პატარა საგნების ყურში ან ცხვირში დამალვა.
- სამზარეულოს დამხმარე. მიეცით ადვილი დავალებები, მაგალითად, ბოსტნეულის გარეცხვა, ყველის კუბების და პურის დაჭრა პლასტმასის დანით. პიცის ცომის გაბრტყელებაში და შემდეგ ინგრედიენტებით მორთვაში, მაგალითად, მოაყაროს სოკო, ყველი, ზეთისხილი. გამოცხობის შემდეგ ყურადღება გაუმახვილეთ იმაზე, თუ როგორ შეიცვალა ეს პროდუქტები ტემპერატურის ზემოქმედებით – სოკოები დაპატარავდა, ყველი დადნა, ფერები გამუქდა.
- დაჯგუფება. დააჯგუფებინეთ სამზარეულოს ნივთები და პროდუქტები ფერის, მასალის ან სხვა მახასიათებლების მიხედვით.
- ცომით თამაში. მაგიდაზე დაუდეთ ცომი, გასაბრტყელებელი, გამოსაჭრელი ფორმები და პლასტმასის დანა. წაახალისეთ, რომ გააკეთოს „ორცხობილები“ და „ნამცხვრები“.
- კარადის შესწავლა. ღია კარადაში მოათავსეთ ბავშვისთვის უსაფრთხო ნივთები – პლასტმასის ჯამები, საზომი ფინჯნები, ქოთნები და მიეცით ბავშვს მისი შესწავლის საშუალება, სანამ თქვენ საქმეს აკეთებთ. ის წარმოსახვასაც განივითარებს, მაგალითად, ფინჯნებზე დაუკრავს, როგორც დოლზე.
წყარო – https://dedamicis.ge/samzareulo/