ბავშვები, რჩევები, სხვა

გასართობი ბავშვებისთვის

გასართობი ბავშვებისთვის

გასართობი ბავშვებისთვის – როგორ გავართოთ ბავშვები სახლში ისე, რომ ძალა არ გამოგვეცალოს. როგორ ვაქციოთ ბავშვებთან გატარებული დრო სასიამოვნოდ არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მშობლისთვისაც?

გაეროს ბავშვთა ფონდი ამ კითხვაზე საპასუხოდ მშობლებს ყოველდღიურად ერთ მარტივ აქტივობას სთავაზობს.

კამპანია – ვსწავლობთსახლში – ვერთობითსახლში გლობალური გამოწვევის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უმსუბუქებს მშობლებს ტვირთს.

ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივობები სპეციალისტების მიერ ისეა შედგენილი, რომ მშობლებისგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, ბავშვებს კი სტრესის მოხსნაში ეხმარება.








ვითომ სანთლებს ვაქრობთ

სთხოვეთ პატარებს, შეისუნთქონ ისე, თითქოს ყვავილს ყნოსავენ და ამოისუნთქონ, ვითომ დაბადების დღის სანთლებს აქრობენ.

აჩვენეთ, როგორ გააკეთონ ეს სწორად. (პატარებისთვის შეიძლება, ეს რთული აღმოჩნდეს, ამიტომ წინა დღეებში შემოთავაზებული სავარჯიშოები სცადეთ)


ზარმაცი ფისო

იოგა თქვენი და თქვენი ბავშვის გონებისა და სხეულის გაჯანსაღებასა და მოდუნებაში დაგეხმარებათ. თუ იცით მარტივი პოზიციები, აუხსენით პატარას. ასე მათ ემოციების კონტროლსა და დამშვიდებაში დაეხმარებით. გასართობი ბავშვებისთვის

მაგალითად: წარმოიდგინეთ, რომ ზარმაცი ფისუნა ხართ და ეს-ესაა გაიღვიძეთ. გემოზე დაამთქნარეთ და დაიძახეთ “მიაუ”. დაჭიმეთ ხელები, ფეხები და ზურგი, ნელ-ნელა, როგორც კატას შეეფერება და მოდუნდით.


სასაცილო ისტორია

ეს აქტივობა 4+ წლის ბაშვებს უფრო მოეწონებათ. ასეთ თამაშს ვთამაშობთ: ოჯახის ერთი წევრი იწყებს ისტორიის მოყოლას და შემდეგ სხვა წევრები რიგრიგობით ამატებენ ამ ისტორიის გაგრძელებას.

მაგალითად “ერთხელ დავითი სასეირნოდ წავიდა. პირველი, რაც მან დაინახა იყო…” შემდეგ, ვისი ჯერიც მოდის ის აგრძელებს.

მაგ: “წითელი ჟირაფი!”, ასე, უფრო მარტივად გაიგებენ პატარები და თან სასაცილო ისტორიასაც შექმნით.

შეგიძლიათ დახატოთ კიდეც ეს ოჯახური ისტორია და შემდგომ სხვებს გაუზიაროთ ფეისბუქის ან სხვა არხების სასუალებით.


ვწერთ წერილს

ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, წერილი შეიძლება, თვითონ დაწეროს ან თქვენ გიკარნახოთ. მისწერეთ, მაგალითად ბებიას, თუ რას აკეთებდით დილით, როგორ გაატარეთ შუადღე და ა.შ. გაუგზავნეთ ან წაუკითხეთ ტელეფონით.

თუ ბავშვს წერა დამოუკიდებლად შეუძლიათ, შესთავაზეთ “მოდი, დაწერე ისტორია, რა მოხდა დღეს”. (უფრო პატარას შეიძლება, თქვენ დაუწეროთ ნაკარნახევის მიხედვით და დასურათებაშიც დაეხმაროთ).

წყარო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *