რჩევები, ფსიქოლოგია, ჯანმრთელობა

ბავშვის მოტორული განვითარება

ბავშვის მოტორული განვითარება

ბავშვის მოტორულ განვითარებაზე საუბრისას, ვგულისხმობთ ისეთი უნარების განვითარებას, როგორიც არის:
მსხვილი მოტორიკა: დიდი კუნთების მონაწილეობით განხორციელებადი მოქმედებები: ჯდომა, დგომა, სიარული, სირბილი, წონასწორობის შენარჩუნება, პოზის შეცვლა და ა.შ.

ნატიფი მოტორიკა: თვალისა და ხელის კოორდინირებული (შეთანხმებული) მუშაობა/გამოყენება ჭამის, ხატვის, ჩაცმის, წერის, თამაშის და სხვა მსგავსი მოქმედებისთვის, რაც ყოველდღიური აქტივობისთვისაა საჭირო.

ზოგადად, მსხვილი კუნთების განვითარება წინ უსწრებს წვრილი კუნთების განვითარებას, ამიტომ ბავშვები უკეთ ასრულებენ შედარებით ფართო ამპლიტუდიან მოძრაობებს, ვიდრე იმ მოძრაობებს, რომლებიც დიდ სიზუსტეს მოითხოვს.

ასაკის მატებასთან ერთად, შეგვიძლია თვალი ვადევნოთ ბავშვის ნატიფი მოტორული უნარების პროგრესს.
მაგალითად:

  • 8 კვირის ასაკში ბავშვები იწყებენ სათამაშოზე ხელის დარტყმას;
  • 5 თვის ასაკში კი შეხებით შეიცნობენ ყველაფერს და მთლიანი ხელის მტევნით შეუძლიათ სათამაშოს დაჭერა;
  • ხოლო 10-12 თვის ასაკში 3 თითით იწყებენ მანიპულირებას.
  • 1-2 წლის ასაკში ბავშვს შუძლია წიგნის გადაფურცვლა, კუბიკების ერთმანეთზე დადება.
  • 3-4 წლისთვის მძივების ძაფზე წამოცმასაც ახერხებენ, ხოლო რაც შეეხება წინასასკოლო ასაკს, ბავშვს შეუძლია მაკრატლით ფიგურების გამოჭრა, ღილების გახსნა, ელვა შესაკრავის გამოყენება, წერისას კონტურების დაცვა.

ნატიფი მოტორული უნარების განვითარების შეფერხება ხშირად გვხვდება ცერებრულ დამბლის, განვითარების შეფერხების, ინსულტის, ზურგის ტვინის ტრავმების, კუნთთა დისტროფიების დროს.

იმისათვის რომ შევამჩნიოთ აქვს თუ არა ბავშვს ნატიფი მოტორული უნარების განვითარების შეფერხება, საჭიროა ვიცოდეთ რომელ სფეროებს მოიცავს ნატიფი მოტორიკა.

  • აკადემიური უნარები – მაკრატლის და ფანქრის სწორად ჭერა, ხატვა, გაფერადება, წერა, გამოჭრა;
  • თამაში – პაზელების, ლეგოს აწყობა/დაშლა, თოჯინის ჩაცმა/გახდა, კომპიუტერის/პლანშეტის გამოყენება, ძერწვა, კუბიკებით და მძივებით თამაში და ა.შ.
  • თვითმომსახურება: ჩაცმა/გახდა (ღილების შეკვრა, ფეხსაცმლის ჩაცმა, ელვა-შესაკრავის ხმარება).
  • ჰიგიენა – კბილების გახეხვა, თმის დავარცხნა, წვერის გაპარსვა და ა.შ.
  • კვება – კონტეინერის გახსნა/დახურვა, ჩანგლის/კოვზის ხმარება და ა.შ.

როგორც ვხედავთ, დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა ნატიფი მოტორიკის გაუმჯობესება.

მაგალითად, 5-6 წლის ასაკში, თუ ბავშვს არ შეუძლია დამოუკიდებლად ჩაცმა/გახდა, ჭამა, ხატვა, ძერწვა, საჭიროა სპეციალისტის – ოკუპაციური თერაპევტის ჩართულობა, რათა მოხდეს ბავშვის უნარების და არსებული გარემოს შეფასება. ასევე, თუ საჭიროა, დამხმარე საშუალებების შეთავაზება და მორგებაც.

წყარო


ბავშვის მოტორული უნიარების განვითარებაში დაგეხმარებათ შემდეგი სახის სათამაშოები: მაგნიტური ფიგურები, საძერწები და ა.შ.

ფლეიოზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ უმაღლესი ხარისხის სათამაშოები, რომელიც ავითარებს ბავშვის მოტორულ უნარებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *