სხვა

ზოდიაქოს ნიშნები თვეების მიხედვით

ზოდიაქოს ნიშნები თვეების მიხედვით

ზოდიაქოს ნიშნები თვეების მიხედვით. გაიგე რომელი ნიშანია შენი.

ასევე საინტრესოა – ზოდიაქოს ნიშნები წლების მიხედვით


გაიგე რომელია შენი ზოდიაქოს ნიშანი

ზოდიაქოს ნიშნები თვეების მიხედვით

ზოდიაქოს ნიშნები თვეების მიხედვით

ზოდიაქოს ნიშანი

თარიღი

♈ ვერძი

21 მარტი - 19 აპრილი

♉ კურო

20 აპრილი - 20 მაისი

♊ ტყუპები

21 მაისი - 20 ივნისი

♋ კირჩხიბი

21 ივნისი - 22 ივლისი

♌ ლომი

23 ივლისი - 22 აგვისტო

♍ ქალწული

23 აგვისტო - 22 სექტემბერი

♎ სასწორი

23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი

♏ მორიელი

23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი

♐ მშვილდოსანი

22 ნოემბერი - 21 დეკემბერი

♑ თხის რქა

22 დეკემბერი - 19 იანვარი

♒ მერწყული

20 იანვარი - 18 თებერვალი

♓ თევზები

19 თებერვალი - 20 მარტი

დაბადების თარიღი – 21 მარტი – 19 აპრილი

ელემენტი – ცეცხლი

მმართველი პლანეტა – ♂️ მარსი

ვერძის ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა, – დინამიკა. იდეების მიმართ იგი ან ენთუზიაზმითაა აღსავსე, ან პირიქით, – სრულიად გულგრილია. მისთვის შუალედი არ არსებობს. თუ რაიმე ჩაიდო გულში, ტყუილად ეცდებით გადააფიქრებინოთ, რადგან თქვენ მხოლოდ დაკარგავთ დროს. კონფლიქტებისა არ ეშინიან და ყოველთვის მზადაა მოყვასის მიმართ დახმარების გაწევისათვის, თუნდაც კრიტიკულ და საშიშ სიტუაციაშიც კი. ასევე მზადაა გმირობისათვის, მხოლოდ მეტად პატივმოყვარეა და უყვარს აღიარება და ქება. მოქმედებს დამოუკიდებლად და ბეჯითად. ცდილობს ყველაფერში პირველი გახდეს, ამიტომაც იჩენს იგი მუდმივ ინიციატივას და კარგი ორგანიზატორიცაა, თუმცა შეიძლება “დიქტატორობაშიც” კი გადავარდეს. ვერძებს მოსწონთ ფათერაკები და თავგანწირვა. დიდხანს არ იღლებიან. სნეულებას ფეხზე იტანენ და მხოლოდ ძალაგამოცლილები თუ წაიქცევიან.

ვერძის უარყოფითი თვისებები:

  • სიჯიუტე
  • აგრესიულობა
  • ეგოიზმი.

ვერძის დადებითი თვისებები:

  • ვაჟკაცობა
  • უშიშარობა
  • აქტიურობა
  • გაბედულობა
  • პასუხისმგებლობა

დაბადების თარიღი – 20 აპრილი – 20 მაისი

ელემენტი – მიწა

მმართველი პლანეტა – ♀️ვენერა

კუროს არ უყვარს ჩვევათა გამოცვლა. მისი ძირითადი ღირსებაა საქმის მიმართ გამოჩენილი შეუპოვროპა. საერთოდ წყნარია, მაგრამ თუ გაავდა, – საშიშია. კუროს მიერ დაგროვილი დოვლათი უზრუნველყოფს მის სულიერ სიმშვიდეს, – იმას რაც მას სურდა და რისკენაც მიისწრაფებოდა. ძნელად გადააქვს უსიამოვნებანი. გარეგნულად კი მშვიდია, მაგრამ შიგნით ბობოქრობს და ღელავს ვიდრე მდგომარეობა არ დაწყნარდება. ფენომენალურად შრომისუნარიანია, ამიტომ დინჯად და თანმიმდევრულად აღწევს წარმატებას. აქვს ყელის დაავადებების მიმართ მიდრეკილება.

კუროს უარყოფითი თვისებები:

  • ჩვევები
  • გემოთმაამებლობა
  • ღორმუცელობა
  • “ვერცხლის” მოყვარულობა

კუროს დადებითი თვისებები:

  • მოთმინება
  • სიბეჯითე
  • მიზანსწრაფულობა

დაბადების თარიღი – 21 მაისი – 20 ივნისი

ელემენტი – ჰაერი

მმართველი პლანეტა – ☿️მერკური

ვერცხლის წყალივით მოძრავნი. სულ ახალ-ახალი იდეებით გატაცებულნი, სულ სადღაც მიემგზავრებიან, რეკავენ, საუბრობენ საკუთარ ჩანაფიქრებზე, სხვაგვარად არ შეუძლიათ, რადგან მოიწყენენ და შეიძლება დეპრესიაშიც კი ჩავარდნენ. ახასიათებთ ნერვიულობა თუმცა ურთიერთობისას მშვიდდებიან. თანმიმდევრულნი არიან მხოლოდ იმ საკითხებში, რაც მათ აინტერესებთ, კერძოდ კი პოლიტიკაში. შესანიშნავად მსჯელობენ აბსტრაქტულად და პრაქტიკულ გეგმილზე კი არც ისე წარმატებულნი არიან. ამიტომაა რომ ხშირად ბოლომდე ვერ მიჰყავთ ჩანაფიქრი და ახალ-ახალი იდეებით არიან გატაცებულნი. წარმატებული არიან იმ საქმეებში, რომლებიც ითხოვენ გადაადგილებას და გონების მოქნილობას (ჟურნალისტი, არქიტექტორი), ამიტომაა რომ ტყუპებს ახასიათებთ მიმართულებათა და მრავალ საქმიანობათა შეთავსების უნარი.

ტყუპების უარყოფითი თვისებები:

  • მსუბუქი ზედაპირულობა
  • ერთგვარი ავანტიურიზმი
  • არათანმიმდევრულობა
  • ხშირია საქმეებში სანახევრო წარმატებები

ტყუპების დადებითი თვისებები:

  • ფაქიზი
  • კომუნიკაბელური
  • დაუღალავი საქმიანობა
  • ინტელექტუალობა და აქედან გამომდინარე უზარმაზარი პოტენციური შესაძლებლობანი

დაბადების თარიღი – 21 ივნისი – 22 ივლისი

ელემენტი – წყალი

მმართველი პლანეტა – 🌙მთვარე

მგრძნობიარე, განვითარებული ინტუიცია. საკუთარი წარმოდგენების სამყაროში ცხოვრება უფრო უადვილდება, ვიდრე სინამდვილეში არსებობა. აფასებს მშვიდ ცხოვრებისეულ რითმს. ცხოვრების სიდუხჭირეს საკუთარ ნაჭუჭში ჩაძრომით გაურბის. დიდხანს გაჰყვება ბავშვური გულუბრყვილობა, უყვარს ყველაფერი უცნაური. მუდამ ფრთხილობს, რათა მის მტკივნეულ მხარეებს არავინ არ შეეხოს. მიბმულია ოჯახზე, განსაკუთრებით დედაზე. ყოველთვის ეძებს მფარველობას, თუმცა თვითონვე წარმოადგენს მიბაძვის საგანს. სწამს იღბალი, მომავალი სიკეთე. შეუძლიან წარმატების მიღწევა იქ სადაც წარმოსახვის უნარია საჭირო, – ხელოვნებაში, ლიტერატურაში, კინომატოგრაფიაში… მას ახასიათებს გულ-მკერდის პრობლემები.

კირჩხიბის უარყოფითი თვისებები:

  • ზეემოციურობა
  • ბუტია
  • მოწყენილობისაკენ მიდრეკილი

კირჩხიბის დადებითი თვისებები:

  • კეთილმოსურნეები
  • მოამაგენი
  • თანამგრძნობნი

დაბადების თარიღი – 23 ივლისი – 22 აგვისტო

ელემენტი – ცეცხლი

მმართველი პლანეტა – ☀️მზე

ვნებიანი ბუნება, ემოციური და ენერგიული ტემპერამენტი, სიამაყე… მეფური ბუნება მას თავისსავე ბუნებიდან აქვს მინიჭებული. მისი წარმატება, – მის გარშემო მყოფთა ბედნიერების საწინდარია, რადგან იგი უხვად უნაწილებს მათ თავის წარმატებას. ლომი შეუძლებელია იყოს წუწურაქი, ან გულჩახვეული და ბოღმიანი. უყვარს მოვლენათა შუაგულში ტრიალი და ამასთან ერთად, მეტად თეატრალურია. სიცოცხლის სიყვარულს შთააგონებს ყველას. სულიერი სიმშვიდისათვის ლომს სილამაზე და ძალა სჭირდება. ახასიათებს არაორდინალურობა, განიცდის შთაბეჭდილებათა ზეგავლენას. დაბადებითაც და ბუნებითაც ხელმძღვანელია და ბელადი. ახასიათებს მეტად მგრძნობიარე სიმპათიკური ნერვული სისტემა, ამიტომ შოკს შეუძლიან დაასნეულოს იგი, ან პირიქით, – გამოიყვანოს ჩიხიდან.

ლომის უარყოფითი თვისებები:

  • ეგოიზმი
  • ბატონობისკენ სწრაფვა
  • ტკბობისკენ მიდრეკილება

ლომის დადებითი თვისებები:

  • სიუხვე
  • გამბედაობა
  • კეთილშობილება

დაბადების თარიღი – 23 აგვისტო – 22 სექტემბერი

ელემენტი – მიწა

მმართველი პლანეტა – ☿️მერკური

სათნო, ნატიფი ადამიანი, რომელსაც უყვარს ყველაფერის სრულყოფილებამდე დახვეწა. იგი ყოველთვის აკონტროლებს და აფასებს საკუთარ თავს. შეუძლიან მეტად წარმატებულად დაადგას თავი ახალ საქმეს. იქ სადაც მის დამოუკიდებლობას და ინიციატივას არ საჭიროებენ, – შეუდარებელი თანამშრომელია. მისი ცხოვრება მოწესრიგებულია და დალაგებული. არ უყვარს მოულოდნელი მოვლენები. ყველაფერში აფასებს წესრიგს. შეიძლება იყოს ბუზღუნაც და სკეპტიკოსიც. უყვარს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისევე როგორც სხვების ჯანმრთელობაზეც. შეუძლიან ყოველგვარი საბაბის გარეშე დაიწყოს თვითმკურნალობა და წამლებსაც დანიშნულების გარეშე “უნიშნავს” საკუთად თავს… ხშირად ზის სხვადასხვა დიეტებზე, რადგან კუჭის პრობლემები აწუხებს. იგი არის კრიტიკოსი.

ქალწულის უარყოფითი თვისებები:

  • ნერვიულობა და შფოთიანობა
  • ბუზღუნი და პედანტიზმი

ქალწულის დადებითი თვისებები:

  • პასუხისმგებლიანობა
  • პრაგმატიზმი და მოწესრიგებულობა

დაბადების თარიღი – 23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი

ელემენტი – ჰაერი

მმართველი პლანეტა – ♀️ვენერა

დახვეწილი, ფრიად ზრდილობიანი ადამიანი. უმცირეს დაძაბულობას თუ უსიამოვნებას გამოჰყავს იგი წონასწორობიდან. მთელი სიცოცხლე იგი სხვას არაფერს არ აკეთებს გარდა იმისა, რომ აღადგენს ამ წონასწორობას საკუთარ თავშიც და გარემოშიც. იგი მშვიდობის მოყვარულია, სურს იყოს საყვარელი და უყვარს ყველა. იოლად უთმობს სხვას და პირველი გადადგამს ნაბიჯს შერიგებისაკენ. გაურბის რთულ პრობლემებს, მას არ უყვარს მატერიალური პრობლემებით თავის ჭყლეტა და ცდოლობს ძალდაუტანებელ ცხოვრებას. ყოველთვის მოწესრიგებულია, მაგრამ მეტად მგრძნობიარეა და ფაქიზი. ვერ იტანს უხეშობას.

სასწორის უარყოფითი თვისებები:

  • ეჭვიანი
  • გადაწყვეტილების მიღებისას ყოყმანი
  • არაპრაქტიკული

სასწორის დადებითი თვისებები:

  • გაწონასწორებული
  • მშვიდი
  • მოწესრიგებული
  • ზრდილობიანი

დაბადების თარიღი – 23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი

ელემენტი – წყალი

მმართველი პლანეტა – ♇პლუტონი

იღბლიანი რიცხვები – 8, 11, 18, 22

ფერი – ალისფერი, წითელი, ჟანგისფერი

საუკეთესო შეთავსება – კურო, კირჩხიბი

ზედმიწევნით ამტანი. მას ვერანაირი სიძნელეები და სირთულენი ვერ შეაჩერებენ: იგი პოულობს წარუმატებლობის მიზეზს და აღმოფხვრის მას. წყენას ვერ ივიწყებს და არც პატიობს მას არავის. ყოველთვის დაკავებულია, რადგან უყვარს შრომა. უსაქმურობა კლავს მას. მორიელს უყვარს ბატონობა, ეძებს საკუთარ შესაძლებლობებს და არც გაუშვებს მათ ხელიდან. ის იქ იმარჯვებს, სადაც სხვა მარცხდება. ზუსტად გათვლილი რისკით თამაშობს მხოლოდ მოგებაზე. მორიელი რკინის კაცია და უკვირს სხვების დაღლა და ავადმყოფობა.

ეწევა და სვამს რამდენიც უნდა და აი აქ მას მართლაც ძალიან ეშლება და მისი რკინის ჯანმრთელობა ჟანგდება.

მორიელის უარყოფითი თვისებები:

  • ეჭვიანი
  • ბუტია
  • ღვარძლიანი
  • თავდაჯერებული

მორიელის დადებითი თვისებები:

  • ამტანი
  • ბეჯითი
  • შრომისმოყვარე

დაბადების თარიღი – 22 ნოემბერი – 21 დეკემბერი

ელემენტი – ცეცხლი

მმართველი პლანეტა – ♃იუპიტერი

მშვილდოსანი განიცდის თავისუფლების მუდმივ წყურვილს. უყვარს თავის წარმოჩენა (თავმომწონეობა). დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდობას, რადგან ინახავს ადამიანებისა და ცხოვრებისადმი ინტერესს. ახასიათებს სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, იუმორი მას სხვათა სიმპტიების მოპოვებაში ეხმარება. უყვარს სწავლა და მოგზაურობა. ახასიათებს გატაცებები და პირდაპირობა, რის გამოც ბევრი მომდურავი და მტერი ჰყავს გაჩენილი. ძალიან პასუხისმგებელია საქმისა და სხვების მიმართ. უყვარს მეგობრების შეძენა და მათ მიმართ დახმარების გაწევა. ახასიათებს ჯანსაღი აზროვნების უნარი და უძლიერესი ენერგეტიკული პოტენციალი. ზედმეტი ჭამისაგან კარგავს მისთვის დამახასიათებელ ოპტიმიზმს. ახასიათებს მხიარული ბუნება, აზარტულობა და იუმორი.

მშვილდოსნის უარყოფითი თვისებები:

  • აზარტულობა
  • მოლაქლაქე
  • თავის წარმოჩინების სურვილი

მშვილდოსნის დადებითი თვისებები:

  • ოპტიმიზმი
  • სულგრძელობა
  • სამართლიანობა
  • გულწრფელობა

დაბადების თარიღი – 22 დეკემბერი – 19 იანვარი

ელემენტი – მიწა

მმართველი პლანეტა – ♄სატურნი

თხის რქა რეალისტია. უყვარს მარტოობა. იგი მშვენიერი ორგანიზატორია, ამიტომაც მუდამ შრომაშია ჩართული. ისწრაფვის კარიერისაკენ, თუნდაც პირადი ცხოვრების ხარჯზე. უყვარს წარმატება. პირადი ცხოვრება და სამსახური ერთმანეთისაგან გამიჯნული აქვს. მის გრძნობებს გონება მართავს. მთელი ცხოვრება ზედმიწევნით აქვს მოწესრიგებული მოვალეობისა და ღრმა ლოგიკური აზროვნების თვისებათა გამო. მას ამბიციები და ძალაუფლების სურვილები ამოძრავებენ. ისინი დღეგრძელობით გამოირჩევიან და დროც მათი მოკავშირეა. ასაკთან ერთად სიტყვაძვირნი და გულცივნი ხდებიან.

სული უფრო აქვთ განვითარებული ვიდრე სხეული, ცოტას ჭამენ და ცოტაც სძინავთ. ადამიანებთან ძნელად შედიან კონტაქტში.

თხის რქის უარყოფითი თვისებები:

  • სიხარბე
  • კარიერიზმი
  • ამბიციურობა
  • გულჩაკეტილობა

თხის რქის დადებითი თვისებები:

  • შრომის მოყვარე
  • სტაბილური
  • მოვალეობის გრძნობის მქონე

დაბადების თარიღი – 20 იანვარი – 18 თებერვალი

ელემენტი – ჰაერი

მმართველი პლანეტა – ♅ ურანი

იღბლიანი რიცხვები – 4, 7, 11, 22, 29

ფერი – ცისფერი, ვერცხლისფერი

საუკეთესო შეთავსება – ლომი, მშვილდოსანი

ინდივიდუალიზმი. უყვართ ყოველი სიახლე და შეუცნობადი. ამიტომაც, ისინი ხშირად პიონერები, რეფორმატორები და პროგრესულად მოაზროვნენი არიან, ზოგჯერ კი – რევოლუციონერები და ანარქისტები. ძნელად იტანენ დისციპლინას, თუმცა ახლობლებისათვის საქმეს სინდისიანად ასრულებენ. უბრალო საქმე ქანცავს მათ. ისინი წინააღმდეგობრივნი არიან, – ხან მხიარულნი და ხანაც უნიათო განდეგილნი. სიყალბე და სიცრუე მათ არ ეხებათ. ისინი იმდენად გულწრფელნი არიან, რომ ვერ არჩევენ ტყუილს მაშინაც, როცა მათ მართლაც გააცურებენ. ახალ იდეათა პიონერები არიან. არიან გულთბილნი და სწამთ თავისი მეგობრებისა და მათ არასოდეს უღალატებენ. ყოველთვის მზად არიან სხვათა დახმარებისათვის. მერწყულები, მონობის რისხვანი, ყველას მიმართ გახსნილები არიან.

მერწყულის უარყოფითი თვისებები:

  • უდისციპლინო
  • უპასუხისმგებლო
  • ენაჭარტალა
  • მოუწესრიგებელი

მერწყულის დადებითი თვისებები:

  • სამართლიანი
  • პატიოსანი
  • მხიარული
  • გულისხმიერი
  • ერთგული

დაბადების თარიღი – 19 თებერვალი – 20 მარტი

ელემენტი – წყალი

მმართველი პლანეტა – ♆ ნეპტუნი

თევზები ყველასთვის გამოცანაა, ყოველთვის ხელიდან სხლტებიან. იოლად სწყინთ ყველაფერი და მეტად მგრძნობიარენი არიან. განიცდიან სასიცოცხლო ძალის უკმარისობას. დანარჩენ ნიშნებისგან განსხვავენით მეტად რელიგიურნი არიან და სიცოცხლის დანიშნულებას სულიერებაში ჰპოვებენ. საყრდენს ძლიერ ადამიანებში ეძებენ. მეტად ერთგული ქვეშევრდომნი არიან. შეუძლიათ ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვა. მთელი სიცოცხლე ინარჩუნებენ უწყინარ გულუბრყვილობას. მეტად უხვი სული ახასიათებთ, – იოლად გასცემენ იმას რაც აქვთ. მეტად რბილი ხასიათისანი არიან. იოლად იჩენენ პრობლემებსა და ფათერაკებს. სწრაფად იღლებიან, რადგან ახასიათებთ მოთენთილობა.

თევზების უარყოფითი თვისებები:

  • სიზარმაცე
  • თხუპნიაობა
  • ლაქიაობა

თევზების დადებითი თვისებები:

  • არაეგოისტურობა
  • სათნოება
  • სიუხვე
  • თანაგრძნობა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *