დაბრუნების პირობები
დაბრუნების პირობები
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ და თქვენი პატარა კმაყოფილები დარჩეთ Playokids.ge-ზე შეძენილი პროდუქციით და კომფორტულად იგრძნოთ თავი ყოველი მიღებული შეკვეთის შემდეგ.
რა შემთხვევაში შეგიძლიათ დააბრუნოთ ან გაცვალოთ პროდუქტი:
დაბრუნება ან გაცვლა შესაძლებელია შეკვეთის მიღებიდან 1–2 სამუშაო დღის განმავლობაში.
პროდუქტი უნდა იყოს გამოუყენებელი, სუფთა და სრული კომპლექტით (კოსტუმი, აქსესუარები და სხვა ელემენტები).
დაზიანებულ ან გამოყენებულ კოსტუმს/ფეხსაცმელს ვერ დავიბრუნებთ, რადგან საქმე ეხება ბავშვების ჰიგიენასა და უსაფრთხოებას.
თუ კოსტუმის ან ფეხსაცმლის ზომა არ მოერგება ბავშვს, შესაძლებელია სხვა ზომაში გადაცვლა, თუკი შესაბამისი ზომა ხელმისაწვდომია.
გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს მაღაზიაში, უმოკლეს დროში.
თუ პროდუქტი მოწოდებულია დაუზიანებლად და შეესაბამება ვებსაიტზე განთავსებულ სურათსა და აღწერას, მისი დაბრუნება შეუძლებელია მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მომხმარებელს არ მოეწონა ან გადაიფიქრა შეკვეთა.
დამატებითი ინფორმაცია დაბრუნების წესზე:
მომხმარებელი პასუხისმგებელია პროდუქტის გადაცვლასა და დაბრუნებაზე.
თუ საკურიერო მომსახურებით გადაწყვეტთ პროდუქტის გადაცვლას ან დაბრუნებას, საკურიერო მომსახურების ღირებულებას მომხმარებელი ფარავს.
დაბრუნება ან გადაცვლა უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე:
თბილისი, ვაკე, მიხეილ თამარაშვილის 11
დაგვიკავშირდით წინასწარ:
ტელეფონი: 555-20-28-17
Email: info@playokids.ge
ფორმები
აქსესუარები
პრინცესების კაბები
სუპერგმირების ფორმები
ჰელოუინის კოსტუმები
საახალწლო ფორმები
კაბები
სადღესასწაულო კაბები
ბალეტის კაბები
საბავშვო ფეხსაცმელი
სასაჩუქრე ნაკრებები