წესები და პირობები

📝 ვებგვერდზე პროდუქციის შეძენით, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს.

1. დაბრუნების პოლიტიკა

🧒 ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ და თქვენი პატარა კმაყოფილები დარჩეთ Playokids.ge-ზე შეძენილი პროდუქციით და კომფორტულად იგრძნოთ თავი ყოველი მიღებული შეკვეთის შემდეგ.

რა შემთხვევაში შეგიძლიათ დააბრუნოთ ან გაცვალოთ პროდუქტი:

🔸 დაბრუნება ან გაცვლა შესაძლებელია შეკვეთის მიღებიდან 1–2 სამუშაო დღის განმავლობაში.
🔸 პროდუქტი უნდა იყოს გამოუყენებელი, სუფთა და სრული კომპლექტით (კოსტუმი, აქსესუარები და სხვა ელემენტები).
🔸 დაზიანებულ ან გამოყენებულ კოსტუმს ვერ დავიბრუნებთ, რადგან საქმე ეხება ბავშვების ჰიგიენას და უსაფრთხოებას.
🔸 თუ კოსტუმის ზომა არ მოერგება ბავშვს, შესაძლებელია სხვა ზომაში გადაცვლა, თუკი შესაბამისი ზომა ხელმისაწვდომია.
🔸 გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს მაღაზიაში, უმოკლეს დროში.
🔸 თუ პროდუქტი მოწოდებულია დაუზიანებლად და შეესაბამება ვებსაიტზე განთავსებულ სურათსა და აღწერას, მისი დაბრუნება შეუძლებელია მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მომხმარებელს არ მოეწონა ან გადაიფიქრა შეკვეთა.

📦 დამატებითი ინფორმაცია დაბრუნების წესზე:
მომხმარებელი პასუხისმგებელია პროდუქტის გადაცვლასა და დაბრუნებაზე.
თუ საკურიერო მომსახურებით გადაწყვეტთ პროდუქტის გადაცვლას ან დაბრუნებას, საკურიერო მომსახურების ღირებულებას მომხმარებელი ფარავს.
დაბრუნება ან გადაცვლა უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე:
📍 თბილისი, ვაკე, მიხეილ თამარაშვილის 11

📞 დაგვიკავშირდით წინასწარ:
ტელეფონი: 555-20-28-17
Email: info@playokids.ge


2. მიწოდების პირობები

🚚 ესქპრეს მიწოდება თბილისში – დაგვიკავშირდით: 555 20 28 17

📦 საკურიერო მომსახურება:

  • მიწოდება თბილისში – 7 ლარი (1–2 სამუშაო დღე)
  • მიწოდება რეგიონებში – 10 ლარი (2–3 სამუშაო დღე)
  • ფილიალიდან გატანა  
    მისამართი: თბილისი, ვაკე, მიხეილ თამარაშვილის 11

3. გადახდის პირობები

💳 Playokids.ge-ზე შეკვეთის გაკეთება შესაძლებელია შემდეგი ფორმით:

  • საბანკო გადარიცხვა

შეკვეთის დასადასტურებლად აუცილებელია გადახდა საბანკო გადარიცხვით. გადახდის დეტალებს ნახავთ შეკვეთის გვერდზე.


4. კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენ ვაგროვებთ მომხმარებლის ინფორმაციას მხოლოდ შეკვეთების გასამართად და სერვისის გასაუმჯობესებლად.
მომხმარებლის ინფორმაცია დაცულია და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა საჭირო სერვისებისა (საკურიერო კომპანია, გადახდის სისტემა).

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს მხოლოდ ტექნიკური და ანალიტიკური მიზნებისთვის. ქუქიების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის გვერდზე.


📝 შეკვეთის დასრულებით, მომხმარებელი ეთანხმება ზემოთ ჩამოთვლილ წესებს და პირობებს.