წესები და პირობები – PlayoKids (ფლეიო)

ა) წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს მომხმარებელსა და ინდ. მეწარმე გიორგი ჯორჯ – ფლეიო-ს (შემდგომში – „კომპანია“ ან „ფლეიო“) შორის სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს მომხმარებლის მიერ ფლეიოს ინტერნეტ მაღაზიის გამოყენებას.

ბ) ვებგვერდზე რეგისტრაციის ან ნივთის შეძენის პროცესში მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს და თანხმობას აცხადებს, რომ მათზე ვრცელდება სამართლებრივი ძალა.

გ) ფლეიო მომხმარებელს მოუწოდებს, ვებგვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოს წინამდებარე პირობებს.

ტერმინთა განმარტება

ანგარიში – მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე შექმნილი პირადი პროფილი.
რეგისტრაცია – პირადი ანგარიშის გახსნა.
ავტორიზაცია – ანგარიშში შესვლა და მის მეშვეობით განხორციელებული ქმედებები.
ვებგვერდი – playokids.ge, სადაც ხდება პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა.
პროდუქცია / ნივთი – ნებისმიერი მოძრავი ნივთი, მათ შორის საბავშვო კოსტიუმები, აქსესუარები და სხვა ქონებრივი სიკეთეები.
მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სურს ისარგებლოს ფლეიოს მომსახურებით.
კომპანია / მოვაჭრე – ინდივიდუალური მეწარმე გიორგი ჯორჯ – ფლეიო (საიდენტიფიკაციო კოდი: 45001032527; მისამართი: თბილისი, ვაკე, მიხეილ თამარაშვილის 11; ელ. ფოსტა: info@playokids.ge; ტელ.: 555202817).
მხარეები – ფლეიო და მომხმარებელი.
ხელშეკრულება – შეთანხმება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს.

მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე დოკუმენტთან თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

არის 18 წელს მიღწეული ან უფლებაუნარიანი იურიდიული პირის წარმომადგენელი;
აქვს სრული უფლებამოსილება გამოიყენოს ვებგვერდი კანონმდებლობის შესაბამისად;
გაეცნო და ეთანხმება წესებსა და პირობებს;
მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის ზუსტი;
არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, წესებსა და პირობებს ან წარმოადგენს თაღლითურ/დამაზიანებელ ქმედებას;
მისი საქმიანობა სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას;
არ არის მიმართული კომპანიის ან მესამე პირის მოტყუებისკენ;
კეთილსინდისიერად შეასრულებს ვალდებულებებს;
თანახმაა, რომ ფლეიო დაამუშავებს მის მონაცემებს მომსახურების უზრუნველსაყოფად.

მომხმარებლის რეგისტრაცია

მომხმარებელს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია როგორც პროდუქტის შეძენამდე, ასევე შეძენის პროცესში.
ანგარიშის გახსნით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წესებსა და პირობებს.
მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოება.
ანგარიშის შექმნით მომხმარებელი ადასტურებს, რომ არ არღვევს კანონმდებლობას.
ვალდებულია უზრუნველყოს პროფილში არსებული ინფორმაციის სიზუსტე და განახლება.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია: სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, პაროლი.
შეძენისთვის ასევე საჭირო იქნება: მიწოდების მისამართი, მობილურის ნომერი, პირადი ნომერი.
გარკვეული ფუნქციებისთვის შესაძლოა გაგზავნილი იქნას SMS შეტყობინება.

რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია გაიაროს ავტორიზაცია უნიკალური იდენტიფიკატორებით.

ანგარიშსწორება

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო გზით.
შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი გადადის ბანკის გადახდის გვერდზე და მითითებს ბარათის მონაცემებს.
გადახდა მუშავდება ბანკის მიერ.
ფლეიოს არ აქვს წვდომა მომხმარებლის ბარათის მონაცემებზე.
გადახდის დასრულების შემდეგ გამოჩნდება შესაბამისი შეტყობინება და დასტური იგზავნება ელ. ფოსტაზე.

ანგარიშის გაუქმება და წვდომის შეზღუდვა

მომხმარებელს შეუძლია შეწყვიტოს პლატფორმის გამოყენება, თუმცა ეს არ აუქმებს უკვე არსებულ ვალდებულებებს.

მოქმედების ვადა და შეწყვეტა

ხელშეკრულება ძალაშია რეგისტრაციის მომენტიდან მანამ, სანამ მომხმარებელი არ გააუქმებს ანგარიშს.
შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის ინიციატივით ან კანონით გათვალისწინებული წესით, კომპანიის წინაშე არსებული ყველა დავალიანების დაფარვის შემდეგ.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავები

წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
დავის შემთხვევაში მხარეები ცდილობენ მოლაპარაკებით მოგვარებას, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ცვლილებები

ფლეიო იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე დოკუმენტში ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით.
ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელება ითვლება მომხმარებლის თანხმობად განახლებულ პირობებზე.