საბავშვო ფილმები ჰელოუინზე – ჰელოუინზე სანახავი 5 ფილმი მთელი ოჯახისთვის
ჰელოუინზე ოჯახთან ერთად ფილმების ნახვა არამხოლოდ სახალისო აქტივობაა ბავშვებისთვის,
ის ასევე შესანიშნავი საშუალებაა ისეთი მოგონებების შესაქმნელად, რომლებიც მთელი ცხოვრება გაჰყვება მათ.
ზოგიერთი ასეთი ფილმი ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ასწავლის.
სტატიაში მოცემული ფილმები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვისაა, მათთვისაც, ვინც ახლა იგებს,
რა არის ჰელოუინი და ზოგიერთმა მშობელმა შეიძლება ის ფილმებიც ამოიცნოს, რომელსაც საკუთარ ბავშვობაში უყურებდა.
სანამ ამ ფილმებს ბავშვებთან ერთად ჩაუჯდებით, წინასწარ მათ გარეშე ნახეთ, რადგან თქვენ კარგად იცით,
რისი ეშინიათ ძალიან თქვენს ბავშვებს და თუ ჩათვლით, რომ რომელიმე ფილმი მათ ააფორიაქებს, გადადით შემდეგზე.
1. მარტოხელა გნომი (Gnome Alone) (PG – დასაშვებია მშობლებთან ერთად ყურება)
პატარა გოგონა ქლოე დედასთან ერთად ახალ სახლში გადადის, რომელშიც მოლაპარაკე გნომები ცხოვრობენ. ისინი ერთად ებრძვიან ბოროტებას სამყაროს გადასარჩენად.
2. ჯადოქარი ცოცხზე (Room on the Broom) (3+ წელი)
ჯულია დონალდსონის წიგნის მიხედვით გადაღებული ეს ფილმი არის ისტორია მეგობრობაზე. როდესაც ჯადოქარი იწყებს ახალი ცხოველების მიღებას თავის ცოცხზე, მისი კატა ფიქრობს, რომ ის გადაივსება. სამაგიეროდ, ჯადოქარი იყენებს ამას, როგორც შესაძლებლობას, ასწავლოს თავის კატას ინკლუზიურობის გაკვეთილი. ამ ფილმის ყურებისას შეიძლება თქვენს ოჯახში წარმოიშვას საუბარი სხვების მიმართ კეთილგანწყობისა და ახალი ადამიანების მიღების შესახებ.
3. ჰელოუინთაუნი (Halloweentown) (G – ფილმი განკუთვნილია ყველა ასაკის მაყურებლისთვის )
მარნი მიდის ჰელოუინთაუნში ჯადოქარი ბებიის მოსანახულებლად. ის მალევე აღმოაჩენს, რომ თავადაც ჯადოქარია. ეს არის სახალისო ფილმი საკუთარი თავის შეცნობისა და პიროვნული ზრდის შესახებ. ის 1998 წელს არის გადაღებული და ზოგიერთ მშობელს ალბათ საკუთარ ბავშვობას გაახსენებს.
4. კასპერი (Casper) (PG – დასაშვებია მშობლებთან ერთად ყურება)
ეს კლასიკური ფილმი ყველაზე მეგობრული მოჩვენების შესახებ გვიყვება. ფილმში ის ოინებს უწყობს ადამიანებს, მათ შორის რამდენიმე უხეშ ხუმრობასაც. ასევე, ზოგიერთი მოსწავლე ამოიჩემებს და აწვალებს სხვებს, ფილმი კი იძლევა საშუალებას, ველაპარაკოთ ბავშვებს სხვების მიმართ სიკეთით მოპყრობაზე. საბოლოოდ კი, ეს სახალისო, სადღესასწაულო ფილმია, რომელსაც ოჯახთან ერთად უნდა უყუროთ.
5. კოშმარი შობის წინ ( The Nightmare Before Christmas) (PG – დასაშვებია მშობლებთან ერთად ყურება)
ტიმ ბერტონის ეს თოჯინური ანიმაცია მოგვითხრობს ჯეკ სკელეტონზე, გოგრების მეფეზე – ქმნილებაზე, ვინც იგივეა ჰელოუინისთვის, რაც სანტა – შობისათვის. როდესაც ჯეკს მოსწყინდება მორიგი საშინელების დადგმა ჰელოუინთაუნის მცხოვრებთათვის, მიდის ქალაქიდან და ხვდება ქრისმასთაუნში და მაშინვე მოიხიბლება. ჯეკი გადაწყვეტს ჩაიტანოს შობა ჰელოუინთაუნში, თუნდაც ამისათვის თვით სანტას მოტაცებაც დასჭირდეს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჯეკს სურს – კუბოს ფორმის მარხილითა და რობოტი ირმის ჩონჩხებით დარიგებული საჩუქრები ხალხს აშინებს (თუმცა ეს ბავშვებისათვის ძალიან საშიში არ არის) და საჭირო ხდება სამხედრო ძალების ჩარევა ჯეკის მარხილის შობის ციდან ჩამოსაგდებად. ფილმის ყურებისას შესანიშნავი მუსიკით ისიამოვნებთ.