კონფიდენციალურობა
1. მონაცემთა შეგროვება და გამოყენება
ჩვენ ვაგროვებთ მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, ტელეფონის ნომერი, მისამართი და ელ.ფოსტა, მხოლოდ იმ მიზნით, რომ შევასრულოთ შეკვეთები, უზრუნველვყოთ პროდუქტის მიწოდება, დაგიკავშირდეთ საჭიროების შემთხვევაში და გაგიწიოთ ტექნიკური დახმარება.
2. მონაცემთა გაზიარება მესამე პირებთან
თქვენი მონაცემები შეიძლება გადავცეთ მხოლოდ იმ სერვისებს, რომლებიც საჭიროა შეკვეთის სრულფასოვნად შესასრულებლად, მათ შორის: საკურიერო სერვისებს, გადახდის სისტემებსა და შეკვეთების მენეჯმენტის პლატფორმებს. მესამე პირებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ ეს ინფორმაცია სხვა მიზნებისთვის.
3. მონაცემთა შენახვის ვადები
თქვენი პერსონალური ინფორმაცია ინახება იმ დროის განმავლობაში, რაც საჭიროა შეკვეთების შესრულებისა და მომსახურების გასაწევად, ან კანონით დადგენილ ვადაში. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ მონაცემების წაშლის ან კორექტირების მოთხოვნით.
4. მომხმარებლის უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, შესწორება ან ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ და რისთვის ვამუშავებთ მათ.
დაგვიკავშირდით ელ.ფოსტით: info@playokids.ge
5. ქუქიების გამოყენება
ჩვენი ვებსაიტი იყენებს ქუქიებს (cookies), რათა:
- დავამუშავოთ ანალიტიკური ინფორმაცია (მაგ. Google Analytics, Mixpanel)
- განვსაზღვროთ საიტზე შემოსვლის წყაროები (Sourcebuster)
- უზრუნველვყოთ სტატისტიკური მონაცემები (Top.ge)
- გამოვაჩინოთ ჩატის ფანჯარა (Chaty)
ქუქიები არ შეიცავს პირად ინფორმაციას და გამოიყენება მხოლოდ ტექნიკური და ანალიტიკური მიზნებისთვის.
თქვენ შეგიძლიათ ქუქიების წაშლა ან გათიშვა თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან.
6. უსაფრთხოების ზომები
ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად — მათ შორის არასანქცირებული წვდომის, შეცვლის ან გამოყენებისგან.